ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოლმერტი და აბასი შარმ ელ-შეიხში შეხვდებიან ერთმანეთს


ისრაელის პრემიერ მინისტრი ეჰუდ ოლმერტი და პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი მომავალ კვირას შარმ ელ შეიხში მოლაპარაკებებს გამართავენ. შეხვედრას ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკი უმასპინძლებს, რომელსაც ასევე დაესწრება იორდანიის მეფე აბდულა. განსახილველ საკითხებს შორისაა დაპირისპირება ჰამასსა და ფატას შორის , რომელიც გასულ კვირას მომხდარ შეტაკებებს შემდეგაც გრძელდება. აბასის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისრაელმა პირდაპირი მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს პრეზიდენტ აბასთან. პალესტინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი ასევე ისრაელისგან მოითხოვენ საკონტროლო გამშვები პუნქტების გაუქმებას მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, რათა ამით პალესტინელებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ ჰქონდეთ. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ბატონი ოლმერტი და ბატონი აბასი ასევე განიხილავენ თანამშრომლობას უსაფრთხოების დარგში.
XS
SM
MD
LG