ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰუმან რაითს ვოჩი ირანს არასრულწლოვნების სიკვდილით დასჯის პრაქტიკის შეწყვეტისკენ მოუწოდებს


ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია ირანს მოუწოდებს 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდების სიკვდილით დასჯა შესწყვიტოს. ჰუმან რაითს ვოჩი აცხადებს, რომ ირანში უფრო მეტი ახალგაზრდა ისჯება სიკვდილით ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. 2004 წლის შემდეგ იქ 17 ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. ამასთან, ირანში უფრო მეტ მოზარდს სასიკვდილო განაჩენი იმ დანაშაულისთვის გამოუტანეს, რომელიც მათ 15 წლის ასაკში ჩაიდინეს.
XS
SM
MD
LG