ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი სირიისათვის სამხედრო თვითმფრინავების მწოდებას იწყებს


რუსული გაზეთის კომერსანტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი სირიისათვის მიგ 31 ეს ტიპის ხუთი სამხედრო გამანადგურებელი თვითმფრინავის მიწოდებას იწყებს. თვითმფრინავების საფასურად სირია მოსკოვს ერთ მილიარდ დოლარს უხდის. კომერსანტში აგრეთვე აღნიშნულია, რომ რუსეთს სირიისათვის მიგ 29 ემის ტიპის დაუზუსტებელი რაოდენობის მიწოდებაც აქვს დაგეგმილი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა მიხაილ კამინინმა განაცხადა, რომ რუსეთის ყველა სამხედრო კონტრაქტი, საერთაშორისო კანონმდებლობას იცავს და გაეროს რეზოლუციებს ითვალისწინებს.

მიგ 31-ე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და ტექნოლოგიურად სრულყოფილ გამანადგურებელს წარმოადგენს. ისრაელის მტრისათვის, სირიისათვის უახლესი იარაღის მიცემის გამო, ისრაელი და შეერთებული შტატების რუსეთს აკრიტიკებენ.

XS
SM
MD
LG