ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის არმიასა და ქურთ ამბოხებულებს შორის, ქვეყნის აღმოსავლეთში მომხდარ შეტაკებებში ერთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა


თურქეთიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, თურქეთის არმიასა და ქურთ ამბოხებულებს შორის, ქვეყნის აღმოსავლეთში მომხდარ შეტაკებებში ერთი თურქი ჯარისკაცი და სამი ამბოხებული დაიღუპა.

ამ ინფორმაციით, ამბოხებულები დღეს ერზინკანში მოკლეს. ამ შეტაკებაში ოთხი ჯარისკაცი დაიჭრა. თურქი ჯარისკაცი კი უფრო ჩრდილოეთით მდებარე გუმუშანეს პროვინციაში მომხდარ შეტაკებას ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ ეს რეგიონი აქამდე ქურთ მეამბოხეთა აქტიურობით არ გამოირჩეოდა. ქურთისტანის მუშათა პარტია, ძირითადად ქურთებით დასახლებული თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთი რეგიონის ავტონომიისათვის 1984 წლიდან მოყოლებული იბრძვის.

ამ პერიოდში ძალადობას ოცდაათ ათასზე მეტი ადამინაის სიცოცხლე ემსხვერპლა. შეერთებული შტატები და ევროკავშირი ქურთისტანის მუშათა პარტიას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.

XS
SM
MD
LG