ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის ადრე გაყინული ფონდები ახლა რუსულ ბანკში განთავსდა


შეერთებული შტატების მთავარმა მოთათბირემ ბირთვულ საკითხებში, სახელმწიფო მდივნის თანასემწემ კრისტოფერ ჰილმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის კუთვნილი ანგარიში, რომლის მაკაუს ბანკში გაყინვამაც ფხენიანის განიარარება შეაჩერა, განთავისუფლებულია და რუსეთის ერთ-ერთ ბანკშია გადაგზავნილი. ბატონი ჰილი ამ განცხადებით, დღეს სეულში გამოვიდა.

ჩრდილოეთ კორეა აცხადებდა, რომ მანამდე არ დაიწყებს ბირთვული რეაქტორის შეჩერების პროცესს, სანამ მის კუთვნილ ოცდახუთ მილიონს უკან არ მიიღებს. რამდენიმე დღის წინ ფხენიანმა გაეროს დამკვირვებლებს ქვეყანასი დაბრუნების ნება დართო. იონგბიონის ბირთვული რეაქტორის შეჩერების პროცესზე დაკვირვების მიზნით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გუნდი მომავალ კვირას ჩრდილოეთ კორეაში ჩავა.

XS
SM
MD
LG