ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი პალესტინის მთავრობას დახმარების გაწევას განუახლებს


დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა უწყების თავკაცმა ხავიერ სოლანამ განაცხადა, რომ პალესტინელთა განახლებულ მთავრობას ევროკავშირი დახმარების გაწევას აღუდგენს. ბატონი სოლანას განცხადება პალესტინელტა ავტონომიის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის მიერ, გუშინ მინისტრთა ახალი კაბინეტის შექმნას მოჰყვა.

ბატონმა აბასმა, რომლის დაქვემდებარებაში მყოფი ფატას დაჯგუფებაც ღაზას სექტორს აკონტროლებს, ჰამასთან მომხდარი შეიარაღებული შეტაკებების გამო, ჰამასის წარმომადგენელი ისმაილ ჰანიე პრემიერ მინისტრის პოსტიდან გადააყენა.

XS
SM
MD
LG