ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დარფურში გაეროს დელეგაცია ჩავიდა


გაეროს უშიშროების საბჭოში მივლენილი უცხოელი ელჩები სუდანში ჩავიდნენ დარფურში სამშვიდობო ძალების დისლოცირების ირგვლივ მოლაპარაკებების გამართვის მიზნით. ელჩების ჯგუფი უკვე შეხვდა სუდანის საგარეო საქმეთა მინისტრს ლამ აკოლს. უახლოეს მომავალში გაეროს დელეგაცია სუდანის პრეზიდენტს ომარ ალ ბაშირს შეხვდება. შეხვედრებისას, გაეროს დიპლომატები პრეზიდენტ ბაშირისგან გაეროსა და აფრიკული კავშირის 20 ათასიანი მშვიდობისმყოფელების განლაგების შესახებ შეეცდებიან თანხმობის მოპოვებას. ხართუმი, წარსულში, როგორც ცნობილია უარს აცხადებდა დარფურში გაეროს სამშვიდობო მისიის დაშვებზე, თუმცა ბოლოს სუდანის ხელისუფლება, საერთაშორისო ზეწოლისა და გაეროს სანქციების შიშით, წავიდა ამ დათმობაზე. დარფურში, აფრიკის კავშრის 7 ათასი მშვიდობისმყოფელია განლაგებული. ამ ძალებმა ჯერჯერობით ვერ მოახერხეს რეგიონში ძალადობის აღკვეთა.
XS
SM
MD
LG