ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაჰმუდ აბასმა მინისტრთა ახალი კაბინეტი დაამტკიცა


პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა დღეს რამალაში პალესტინის მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობა დაამტკიცა, რომელიც ჰამასისა და ფატას ერთობლივი მთავრობის დაშლას მოჰყვა. ამას კი წინ უძღოდა ჰამასის მეამბოხეების მიერ გასულ კვირას ძალისმიერი მეთოდებით ღაზის სექტორზე კონტროლის დამყარება. მინისტრთა ახალ კაბინეტს ცნობილი პალესტინელი ეკონომისტი სალამ ფაიადი ჩაუდგება სათავეში. იგი ასევე შეითავსებს ფინანსთა მინისტრის ფუნქციებს. ცერემონიის შემდეგ, პრეზიდენტმა აბასმა გაავრცელა განკარგულება, რომელიც ჰამასის შეიარაღებულ მათ შორის ჰამასის მეამბოხე, ისევე როგორც სხვა ჯგუფებს კრძალავს. განკარგულებაში ასევე ნათქვამია, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც ამ დაჯგუფებების საქმიანობაში მიიღებს მონაწილეობას, დაისჯება.
XS
SM
MD
LG