ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯაზ ფესტივალი თბილისში


ყოველი ზაფხულის დასაწყისი, უკანასკნელ დროს თბილისი უკვე ჯაზ ფესტივალთან და კარგ მუსიკასთან ასოცირიდება. კომპანია ისთერნ პრომოუშენი , როგორც ამბობენ წელს ქართველ მსმენელს განსაკუთრებულ პროგრამას სთავაზობს. ამიტომ ჯაზის ქართველი მოყვარულები ივნისის დასასრულს განსაკუთრებულად ელიან. წლევანდელი ჯაზ ფესტვალის მთავარი გმირი ჯო კოკერია, რომელიც მსოფლიო ტურნეს მართავს და მის ტურნეში საქართველოც - პროგრამის ერთერთი ნაწლია. დღევანდელ გადაცემაში ისთერნ პრომოუშენის ერთერთი წარმომადგენელი კახა კანდელაკი მონაწილეობს. როგორი იქნება წლევანდელი ჯაზ ფესტივალის პროგრამა, ამის შესახებ სწორედ კახა კანდელაკი მოგვახსენებს.

კახა კანდელაკი – ჯო კოკერი არის ჰედლაინერი. ეს არ არის მხოლოდ ჯაზის მოყვარულებისათვის, ეს არის როკ ლეგენდა და საინტერესოა, რომ დიდი ბენდი ჩამოყავს, ეყოლება რეი ჩარლზის ბეკვოკალისტები და უფრო ბლუზ ნარევი კომპოზიციები იქნება. უკანასკნელ ერთ წელს მას საერთოდ არ ქონია კონცერტი, ამიტომ მთელი მსოფლიო ელის. საქართველო მესამეა მის ტურნეში. ძალიან კარგი კონცერტი იქნება, რადგან ეს მისი კონცერეტები გათვლილია სტადიონებზე და მას ძალიან უხარია, რომ თბილისში ის ამ კონცერტს დახურულ სივრცეში 2000 მსმენელის წინაში შეასრულებს. ამიტომ სანახაობა ორმაგად შთამბეჭდავი იქნება.

- ვინ არიან წლევანდელი ჯაზ ფესტივალის დანარჩენი მონაწილეები?

კახა კანდელაკი – არც ერთ კონცერტზე მე არ ვარ ნამყოფი, ამიტომ თვითონაც ძალიან მაინტერესებს. განსხვავებულია სტილია, კოკერია უფრო როკია, შემდეგ ელ მაკეი ოლ სტარს – რომელიც არის გიტარისტი, კომპოზიტორი, არანჟირების ოსტატი და ბენდ ლიდერიც არის, რომელიც 14 წლის განმავლობაში “EARTH, WIND & FIRE“ ჯგუფის წევრი და ერთ-ერთი დამფუძნებელიც იყო. ვისაც “ფაია” უყვარს, მისთვის ეს დიდი სიურპრიზია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ზუსტად ის მუსიკა არ არის. ამ ჯგუფის ძველი მესაყვირეები არიან, ვოკალისტები და ა.შ. ეს იქნება “ფაიას” მუსიკა, უფრო ჯაზური არანჟირებით.

- ასეთია თბილისის ჯაზ ფესტივალის 2007 წლის საზაფხულო პროგრამა, სადაც დაინტერესებული მაყურებლის რაოდენაობას ის გასაზღვრავს, რომ ბილეთების 80 პროცენტი ერთი თვით ადრე აგიყიდა.

XS
SM
MD
LG