ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ავტომანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა


ავღანეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მაზარი შარიფში კოალიციური ძალების კოლონის მახლობლად კამიკაძემ ავტომანქანაში დამონტაჟებული ბომბი ააფეთქა, რამაც ერთი ადამიანის სოცოცხლე შეიწირა. 6 დაიჭრა.

დღესვე ქაბულში ანალოგიური თავდასხმა ნატოს ჯავშანმაქანების კოლონაზე განახორციელეს, რომლის დროსაც 4 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

ავღანეთის პოლიციის განცხადებით ამის შემდეგ ნატოს ჯარიკაცებმა უწესრიგო სროლა ატეხეს და კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია.

ამერიკელმა სამხედროებმა ამ საქმის გამოძიება დაიწყეს.

XS
SM
MD
LG