ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული რეაქტორის შეჩერების პროცესი დასრულების პროცესშია


მაკაოს ოფიციალური პირების განცხადებით, დასრულების პროცესშია ის ფინანსური პრობლემები, რომლებმაც ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული რეაქტორის შეჩერების პროცესი შეანელა.

ჩინეთის ამ ავტონომიური ერთეულის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ მაკაოს ბანკი დღეს გაანთავისუფლებს ჩრდილოე კორეისთვის განკუთვნილ 25 მილიონ დოლარს .

სააგენტო ასოშეითედ პრესს მან განუცხადა , რომ ეს პროცესი თითქმის დასრულებულია. ამის შემდეგ კი ფხენიანმა უნდა გადადგას ბირთვული პროგრამის შეჩერების პროცესი.

ამ ფონზე, იაპონიის კიოდოს საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ ფულადი სახსრები რუსეთში გადაიგზავნება, სადაც ფზენიანს ანგარიში აქვს. მოსკოვის განცხადებით, მოსკოვიდან ფული კიდევ ერთი ბანკის საშუალებით გადაირიცხება, თუ რა თქმა უნდა ამეირკა არ დასჯის რუსულ ბანკს ამ საქმიანობისთვის.

XS
SM
MD
LG