ამ ფაქტს ადგილი ჰქონდა მას შემდეგ რაც ალ ყაიდასთან დაკავშირებულმა მოთარეშეებმა ქალაქ სამარაში არსებულ შიიტების მეჩეთი დაბომბეს.
ხელისუფლების განცხადებით, სუნიტების მეჩეთზე თავდასხმა ბოლოს ბაღდადის შემოგარენში მოხდა. გუშინ სამარას ასკარიას მეჩეთში კი ორი მინარეთი იქნა აფეთქებული.
ერაყის პრემიერ მინისტრ ნური ალ მალიკის ბრძანებით ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე რელიგიურ დაწესებულებში გამკაცრდა უსაფრთხოების ზომები.
კომენდატის საათია დაწესებული ბაღდადსა და სამარაში. მიუხედავად ამისა, სამარაში მომხდარი აფეთქებებით აღშფოთებული მოსახლეობა ბაღდადის ქუჩებში გამოვიდა პროტესტის ნიშნად.