ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანში კიდევ ერთი ანტისირიულად განწყობილ პარლამენტის მოკლულ წევრს გლოვობენ


დღეს ბეირუთში ათასობით ადამიანი შეიყარა, ანტისირიულად განწყობილი პარლამენტის დეპუტატის ვალიდ ეიდოს დაკრძალვაზე. ეიდოს მანქანა გუშინ ააფეთქეს. პროცესიას პარლამენტის ანტრსირიულად განწყობილი უმრავლესობის ხელმძღვანელი საად ჰარირი და ლიბანის დრუზთა ლიდერი ვალიდ ჯუმბლატი, სხვა პარლამენტარები და მთავრობის მინისტრებიც შეუერთდნენ. დღეს ეიდოს მკვლელობასთან დაკავშირებით გლოვის დღეა გამოცხადებული.

მთელი ლიბანის ტერიტორიაზე სკოლები და სამთავრობო დაწესებულებები დაკეტილია. პრეზიდენტმა ბუშმა დაგმო ლიბანელი დეპუტატის მკვლელობა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა კი განაცხადა, რომ ეს საზარელი მკვლელობა ლიბანის დესტაბილიზაციისკენაა მიმართული. ეიდოს მოკავშირეები ტერაქტის მოწყობასი სირიას ადანაშაულებენ. აფეთქებაში დეპუტატის გარდა, ეიდოს შვილი და კიდევ რვა ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG