ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკისა და ნატოს ოფიციალური პირები ბრიუსელში შეხვდნენ ერთმანეთს


ნატოს ბლოკის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები, ავღანეთში აღსადგენი სამუშაოებისათვის საჭირო დახმარების გამოყოფის საკითხს განიხილავენ.

დღეს ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი და ნატოს ბლოკის დანარჩენი წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები, ავღანეთში აღსადგენი სამუშაოებისათვის საჭირო დახმარების გამოყოფის საკითხს განიხილავენ.

გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას ბატონმა გეითსმა განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნები დადებითად უყურებენ ამ საკითხს. მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ დახმარების გაწევისას ქვეყნებმა კოორდინაცია მოახდინონ. მდივანმა აგრეთვე აღნისნა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში კოალიციის ზალები საკმაოდ ეფექტურად იბრძვიან თალიბების წინააღმდეგ. გასულ კვირას ნატოს ძალების მხედართმთავარმა ავღანეთში, ამერიკელმა გენერალმა დენ მაკნილმა განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაციების საწარმოებლად, მას მეტი საბრძოლო ტექნიკა ესაჭიროება.

XS
SM
MD
LG