ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეჰუდ ბარაკმა ისრაელის შრომის პარტიის ლიდერის პოსტზე განმეორებით არჩევნებში გამარჯვებას მიაღწია


ისრაელის ყოფილი პრემიერ მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა ისრაელის შრომის პარტიის ლიდერის პოსტზე განმეორებით არჩევნებში გამარჯვებას მიაღწია.

ოფიციალური ცნობებით, ბატონმა ბარაკმა ხმების 51 პროცენტზე მეტი დააგროვა, მაშინ როცა უშიშროების სამსახურის ყოფილმა უფროსმა ამი აყალონმა 48 პროცენტი.

ისრაელის კოალიციური მთავრობის შემადგენლობაში შრომის პარტია ამჟამინდელი პრემიერ მინისტრის ეჰუდ ოლმერტის კადიმას პარტიის მთავარი მოკავშირეა.

ბარაკი ოლმერტის გადადგომის მოწოდებით გამოვიდა მას შემდეგ რაც პრემიერ მინისტრი შარშან ჰეზბოლასთან დაპირისპირების იქნა გაკრიტიკებული.

თუმცა ბატონი ბარაკი ოლმერტის მინისტრთა კაბინეტის წევრი მაინც მალე გახდება. იგი თავდაცვის მინისტრის პოსტზე ამირ პერეცს შეცვლის.

შრომის პარტიის ლიდერად არჩევის შემდეგ, ბარაკმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს უკომპრომისო უსაფრთხოებისა და მშვიდობის მიღწევის მიზნით.

XS
SM
MD
LG