ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებული დავა  მოგვარებულია


სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა სონგ მინ სუნმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებული დავა, რომლის გამოც ფხენიანის ბირთვული განიარაღების დაწყება ჭიანურდება თითქმის მოგვარებულია. მინისტრმა სთქვა, რომ დღეს დავის მოსაგვარებლად, ბირთვულ მოლაპარაკებებში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

ჩრდილოეთ კორეამ იუარა გასულ თებერვალს მიღწეული, იოონგბიონის ბირთვული ობიექტის დახურვის შათანხმების აღსრულების დაწყება მანამდე, სანამ მაკაუს ბანკში გაყინულ, ფხენიანის კუთვნილ ოცდახუთ მილიონიან ანგარიშს არ გაათავისუფლებდნენ. თანხები 2005 წელს გაყინეს მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებს ეჭვი შეეპარა იმაში, რომ ბანკი ფხენიანს ფულის გათეთრებაში ეხმარებოდა. გასულ მარტს ვაშინგტონი დაჰყაბულდა თანხების განთავისუფლებას.

XS
SM
MD
LG