ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დააკავეს მეამბოხე აბუ დუჟანა


ინდონეზიის პოლიციის განცხადებით, დაკავებულია ძებნილი მეამბოხე აბუ დუჟანა, რომელიც სამხრეთ აზიაში ტერორისტული დაჯგუფება ჯემაა ისლამიას ლიდერი გახლავთ.

აბუ დუჟანა შაბათს რამდენიმე სხვა მეამბოხესთან ერთად კუნძულ ჯავაზე განხორციელებული რეიდისას დააკავეს. ოფიციალურმა პირებმა, დენემეს ტესტზე დაყრდნობით, ასევე დაადასტურეს დუჟანას ვინაობა.

აზიისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების მთავრობები ჯემაა ისლამიას ალ ყაიდასთან კავშირში 2002 და 2005 წლებში ინდონეზიის კუნძულ ბალიზე განხორციელებული აფეთქებების მოწყობაში სდებენ ბრალს, ასევე 2004 წელს ავსტრალიის საელჩოს თავდასხმაში.

ინდონეზიელი აბუ დუჟანა ნურდინ მოჰამად ტოპის მოკავშირეა, რომელიც მალაიზიელი ტერორისტია და იგი დღესდღეობით კვლავ სამშვიდობოს იმყოფება.

აბუ დუჟანას დაკავება ინდონეზიის ხელისუფლების მიერ ჯემაა ისლამიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წარმატებაა.

XS
SM
MD
LG