ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

12 ივნისს ვაშინგტონში მსოფლიოში კომუნიმიზმის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნა


ძეგლის გახსნას პრეზიდენტი ბუშიც დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კომუნიზმს მთელს მსოფლიოში ას მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მემორიალი შეერთებული შტატების კონგრესის შენობის შორიახლოს მდებარეობს და ნიუ იორკის თავისუფლების ქანდაკების მსგავს ბრინჯაოს ძეგლს წარმოადგენს.

აგრეთვე დღეს ტარდება სემინარი სახელწოდებით კომუნიზმის მიერ ჩადენილი დანაშაული და მისი მსხვერპლნი 1917 წლიდან დღემდე. ამასთან დაკავშირებით ჩვენს სტუდიაში მოვიწვიეთ სემინარის წამყვანი „ჰერიტაჯის ფონდის” წარმომადგენელი ბატონი პოლ გობლი.

რა მნიშვნელობა აქვს ასეთი სემინარის ჩატარებას? ვკითხეთ ჩვენ ბატონ გობლს.

„დღევანდელი დღე ძალზე მნიშვნელოვანი დღეა. ოცი წლის წინათ 1987 წელს, სწორედ ამ დღეს პრეზიდენტმა რეიგანიმა ბერლინში გამოსვლისას, გორბაჩოვს ბერლინის კედლის დანგრევისკენ მოუწოდა. რეიგანის ამ გამოსვლამ იმ გამოსვლასთან ერთად, როდესაც მან საბჭოთა კავშირს ბოროტების იმპერია უწოდა, ნამდვილად გადამწყვეტი როლი ითამაშა ცივი ომის დასრულებასა და საბჭოთა კავსირის დაშლაში. კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალის გახსნის და სემინარის მოწყობის სწორედ ამ დღეს დამთხვევა ძალზე საგულისხმოა. გვიპასუხა ბატონმა გობლმა. მან გააგრძელა,

რომ ორგანიზატორები სამი რამის გაკეთებას აპირებენ. პირველ რიგში აუცილებლად უნდა გავიხსენოთ კომუნიზმის მსხვერპლნი და ისინი ვინც ძალზე ბევრი განსაცდელი გამოიარა. იმიტომ, რომ ახლა ხშირად ავიწყდებათ თუ რა ბოროტ ძალას წარმოადგენდა საბჭოთა კავშირი. გააგრძელა მან. მეორე ისაა, რომ ხშირად ავიწყდებათ ის თუ რა დიდი როლი მიუძღვის კომუნიზმის დამარცხებაში შეერთებულ შტატებს. მესამე მიზეზი კი ისაა, რომ შედარებით ხშირად გაისმის კომუნიზმის მსხვერპლთა შესახებ საუბარი, მაგრამ იშვიათად იმაზე თუ რა არაადამიანური გავლენა მოახდინა საბჭოთა წყობამ ადმიანთა ფსიქიკაზე. ყველას ფსიქიქაზე ვინც კი საბჭოთა, აღმოსავლეთ ევროპის, ჩინური, ვიეტნამური, კუბის თუ სხვა კომუნისტური რეჟიმების ქვეშ სულდგმულობდა უზარმაზარ ზემოქმედებას ახდენდნენ. ადამიანების ფსიქიკას ფუნდამენტალურად ანგრევდნენ. სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ დღევანდელი სხდომისას.

რუსეთს ჯერ-ჯერობით არავისთვის ბოდიში არ მოუხდია მივმართეთ ჩვენ ბატონ გობლს. რა შეიძლება მოიმოქმედოს საერთაშორისო საზოგადოებრიობამ ამის წინააღმდეგ?

„ჩვენ მონანიება გვესაჭიროება. მათ აუცილებლად უნდა გააცნობიერონ, რომ საშინელი რამ ჩაიდინეს. კომუნიზმის მსხვერპლნი თავად რუსებიც იყვნენ აქედან გამომდინარე მათ საზოგადოდ, ყველამ ერთად უნდა გააცნობიერონ და მოინანიონ ეს ცოდვა. ასე უნდა მოიქცნენ რუსებიც და ქართველებიც. ბუნებრივია მათთვის ეს ძნელი გასაკეთებელია, ვინაიდან რუსები და ქართველებიც თავად იყვნენ ამ რეჟიმის მსხვერპლნი და ისევე, როგორც მაგალითად თურქებისათვის ძნელია 1915 წლის გენოციდის აღიარება იმიტომ, რომ ოსმალეთში თავად თურქებიც იჩაგრებოდნენ, ამის გაკეთება რუსებსაც უჭირთ. სთქვა ბატონმა გობლმა. მან აღნიშნა, რომ მისი აზრით გაეროს მიერ კომუნიზმის დამგმობი რეზოლუციის მიღებაზე უფრო მთავარი ისაა, რომ არც ერთი ჩვენგანი არ იტყუებოდეს. არ ავრცელებდეს სიცრუეს კომუნიზმის შესახებ. ჩვენ არ გვაქვს უფლება ისეთი წიგნები დავსტამბოთ სადაც წერია, რომ საბჭოთა კავშირი უბრალოდ ჩვეულებრივი ქვეყანა იყო და რომ საბჭოთა კავშირი ხალხისათვის ბევრ კარგ რამესაც აკეთებდა. ეს ნამდვილად არასწორია. მართალია საბჭოეთის ზოგი დადებითი ქმედების დავიწყებაც არ იქნება სწორი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საბჭოთა კავშირი კრიმინალურ რეჟიმს წარმოადგენდა და ამის შესახებ ჩვენ აუცილებლად ხმამაღლა უნდა ვისაუბროდ. სთქვა ბატონმა პოლ გობლმა. პრობლემა ისიცაა, რომ ჩვენთან დასავლეთში ივიწყებენ ამას და ბევრს ცრუობენ კომუნიზმის შესახებ. ჩვენი სემინარი იმასაც ემსახურება, რომ დასავლკეთში არ დაავიწყდეთ კომუნიზმის მიერ ჩადენილი ბოროტებების შესახებ და ცრუ ინფორმაციას არ ავრცელებდნენ. დასძინა მან. მე იმედი მაქვს, რომ იმ დღემდე ვიცოცხლებ, როდესაც კომუნიზმის მიერ ჩადენილ დანაშაულთა უარყოფა ისეთივე კრიმინალურ ქმედებად ჩაითვლება როგორც დრეს ჰიტლერის მიერ ჩადენილ დანაშაულთა უარყოფა ითვლება. სთქვა ჩვენმა სტუმარმა. ამას წინათ მე ახალ დოკუმენტებს გავეცანი. 1936 წელს ენკავედეს მიეცა ინვალიდების განადგურების ბრძანება, მხოლოდ იმიტომ რომ ისინი ინვალიდები იყვნენ. ეს ისეთი ტიპის დანაშაულია, რომელსაც მხოლოდ ჰიტლერის რეჟიმთან ვაიგივებთ, მაგრამ თითქმის არავინ აიგივებს ასეთ დანაშაულს საბჭოთა კავშირთან. ყველაზე აღმაშფოთებელი კი ისაა, რომ ბრალს ანტისაბჭოთა პროპაგანდაში ყრუ მუნჯ ინვალიდებსაც სდებდნენ.

მე გამართლებულად მიმაჩნია ის რასაც დასავლეთი და ებრაელთა საზოგადოებრიობა ნაციზმის მიერ ჩადენილის საყოველთაოდ დასაძრახად აკეთებს. სწორედ ასევე უნდა გავაცნობიეროდ სტალინის, მაოსა და სხვა მსგავს დიქტატორთა რეჟიმების მიერ ჩადენილიც. დაასრულა ცვენთან საუბარი ბატონმა გობლმა.

XS
SM
MD
LG