ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბუში სკეპტიკურად განწყობილ რესპუბლიკელ სენატორებს იმიგრაციის ბილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს


ევროპიდან დაბრუნებული ჯორჯ ბუში დღეს პირველად დაესწრება რესპუბლიკელების ყოველკვირეულ შეხვედრას სენატში და მოკლე განცხადების შემდეგ ამერიკელი კანონმდებლების შეკითხვებს უპასუხებს იმიგრაციის ბილთან დაკავშირებით.

თეთრი სახლის წარმომადგენელი დადა პერინოს განცხადებით ბატონი ბუში თავისი საპრეზიდენტო თვითმფრინავიდან ტელეფონით ესაუბრა აღნიშნული კანონპროექტის მხარდამჭერებს დემოკრატ ტედ კენედის და კენ სალაზარს, ასევე რესპუბლიკელ ჯონ კულს ამ პრობლემასთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG