ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბუში ამბობს, რომ მისი რწმენით, წარმომადგენელთა პალატა საიმიგრაციო რეფორმასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს


პრეზიდენტს ამის სჯერა მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას სენატმა კანონპროექტი არ მიიღო.

დღეს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რეფორმის წარმატებულად განხორცილელებისათვის რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა გარკვეულ შეთანხმებას მიარწიეს. მან სთქვა, რომ ხვალიდან თავად დაიწყებს კანონპროექტის ლობირებას. “კანონპროექტის ხელმოწერისას გნახავთ” მიმართა ჟურნალისტებს პრეზიდენტმა.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჰარი რიდმა კანონპროექტის განხილვა დრის წესრიგიდან ამოაგდო მას შემდეგ, რაც კანონმდებლებმა უარყვეს რიდის წინადადება, კანონპროექტის გარჩევის გარეშე კენჭისყრის შესახებ.

კანონპროექტი საზღვრის კონტროლის გაძლიერებას და მილიონობით არალეგალური იმიგრანტისათვის ლეგალური სტატუსის მინიჭებას და სტუმარ მუშახელთა პროგრამის შექმნას გულისხმობს. რეფორმა აგრეთვე იმ დამქირავებლების პასუხისგებას ითვალისწინებს, რომლებიც სამუშაოს აძლევენ არალეგალებს. იმიგრანტთა ინტერესების დამცველი ზოგი ჯგუფი ამტკიცებს, რომ კანონპროექტი საკმაოდ მკაცრად ეპყრობა იმიგრანტებს. ხოლო კონსერვატორები კი კანონპროექტით გათვალისწინებულ არალეგალთა ამნისტიას აკრიტიკებენ.

XS
SM
MD
LG