ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულ შტატებში დაგეგმილი საიმიგრაციო რეფორმა


შეერთებულ შტატებში დაგეგმილი საიმიგრაციო რეფორმისადმი მიძღვნილი კანონპროექტის მიღება განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. იმ აზრს, რომ შეერთებულ შტატებში არალეგალურად მცხოვრები, დაახლოებით თორმეტი მილიონი ადამიანის პრობლემა რამენაირად უნდა მოგვარდეს, კაპიტოლიუმის ბორცვზე თითქმის ყველა ეთანხმება. მაგრამ სენატორები ვერ თანხმდებიან იმაში თუ რა გზით უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა. დემოკრატი სენატორი ედუარდ კენედი ამტკიცებს, რომ სდაკითხის გადაწყვეტის საუკეთესო გზას, ორპარტიული კომისიის მიერ შემუშავებული და პრეზიდენტ ბუშის მიერ მოწონებული კანონპროექტი წარმოადგენს:

“იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ამ კანონპროექტს არ მივიღებთ, ჩვენ პრობლემის მოგვარების შესაძლებლობას გავუშვებთ ხელიდან და ჯუნგლების კანონს დავუბრუნდებით. დიახ სწორედ, რომ ჯუნგლების კანონს”. ირონიით აღნიშნა სენატორმა.

მაგრამ ზოგი სენატორი თვლის, რომ კანონპროექტი საზღვრის უსაფრთხოებას ასუსტებს და კანონის დამრღვევ იმიგრანტებს ძალზე ლმობიერად ეპყრობა. ასეთებს შორის რესპუბლიკელი სენატორი ჯეფ სეშინსიცაა:

“მე ცოტა არ იყოს დამღალა ამ ყველაფერმა. არც მე და არც ამერიკელი ხალხი ასეთ კომპრომისზე არ მივდივართ” აღნიშნა მან.

ზოგი კანონმდებელი ამტკიცებს, რომ ის, რაც კანონპროექტით სტუმარ მუშახელთა პროგრამისთვისაა გათვალისწინებული, მთელს ქვეყანაში ხელფასების შემცირებას შეუწყობს ხელს. სხვები კი ამბობენ, რომ პოლიტიკოსები პროფესიულ კვალიფიკაციას ოჯახზე ზევით აყენებენ და, რომ პირველ რიგში საზღვრით გაყოფილი იმიგრანტთა ოჯახები უნდა გაერთიანდეს. საბოლოოდ კანონპროექტის კენჭისყრაზე წასაყენებლად აუცილებელი ხმათა უმრავლესობა ვერ მოგროვდა და კანონპროექტის განხილვა დრის წესრიგიდან ამოვარდა. ხმატა გადანაწილებამ, ორმოცდახუთი ორმოცის წინაარმდეგ, ნათლად წარმოაჩინა ის, რომ კანონპროექტი გამოკვეთილად არც ერთი მხარეს არ მოსწონდა. იმ სენატორებმა, რომლებიც კანონპროექტის შემზადებაში იღებდნენ მონაწილეობას გულისწყრომას ვერ ფარავდნენ:

“ჩვენს, რესპუბლიკელთა შორის ზოგი დამარცხებული აღმოჩნდა.ზოგმა თქვენს დემოკრატთა შორისაც განიცადა მარცხი. ეს იმიტომ მოხდა, რომ ჩვენ ისეთი პრობლემის გადაწყვეტა მოვინდომეთ, რომლის მოგვარებასაც არავინ ჰკიდებს ხელს” აღნიშნა რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა.

“ჩვენ ძალზე დიდი დრო დავახარჯეთ ამ კანონპროექტს იმისათვის, რომ ის ადამიანები დაკმაყოფილებულიყვნენ, რომელთა დაკმაყოფილებაც ამ კანონპროექტით პრაქტიკულად შეუძლებელია”. სთქვა სენატის უმრავლესობის ლიდერმა, დემოკრატმა სენატორმა ჰარი რიდმა.

იგი კანონპროექტის განხილვის დღის წესრიგიდან ამოღებით, ჯერ კიდევ ხმის მიცემის დაწყებამდე იმუქრებოდა. სენატორი რიდი ამბობს, რომ პრეზიდენტ ბუშს რესპუბლიკელთა ხმების მოსაპოვებლად მეტი უნდა ეღვაწა.

“მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ პრეზიდენტი ძალისხმევას არ იშურებს კანონპროექტის გასაყვანად”. ამტკიცებს შეერტებული შტატების ვაწრობის მდივანი კარლოს გუტიერესი.

მდივანმა დაიცვა პრეზიდენტი, რომელიც გერმანიაში, დიდი რვანის სამიტზე იმყოფებოდა. თავად გუტიერესი კუბაში დაიბადა. იგი ამბობს, რომ საიმიგრაციო რეფორმა ეკონომიკურ აუცილებელობას წარმოადგენს და, რომ დემოკრატებიცა და რესპუბლიკელებიც ერთობლივი ძალისხმევით, კანონპროექტის სენატისათვის ხელმეორედ წარსადგენად იღწვიან.

XS
SM
MD
LG