ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტმა ბუშმა დაასრულა მისი ვიზიტი ბულგარეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებს მოფრინავს


სოფიაში პრეზიდენტ ბუშის საპატივცემულოდ გამართული საგანგებო შეხვედრის შემდეგ ჯორჯ ბუშმა და გიორგი პარვანოვმა ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს. პრეს-კონფერენციაზე ამერიკის პრეზიდენტმა ისევ მოუწოდა რუსეთს ითანამშრომლოს ევროპაში რაკეტსაწინაღო სისტემის გაშლის საკითხში. პრესკონფერენციაზე პრეზიდენტი ბუში შეეცადა გაეფანტა ბულგარეთის მთავრობის ეჭვები იმის თაობაზე რომ სოფია სარგებელს მიიღებს ამ სისტემიდან.

როგორც პრეზიდენტმა ბუშმა აღნიშნა რაკეტსაწინაღო სათავდაცვო სისტემა საშუალო რადიუსის მქონე სარაკეტო დარტყმისგან დაიცავს. შეეხო რა კოსოვოს საკითხს პრეზიდენტმა თქვა რომ კოსოსვოს უნდა მიანიჭონ დამოუკიდებლობა. მისივე თქმით ხუთი ბულგარელი მედდა და ერთი პალესტინელი ექიმი რომლებასც ლიბიაში შიდსით ბავშვების ინფიცირების ბრალდებით სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, უნდა გაათავისუფლონ.

პრეზიდენტმა ბუშმა მადლობა გადაუხადა ბულგარელ ხალხს ერაყის ომში მათი მხარდაჭერისთვის. მან კერძოდ თქვა.

ერაყში საკმაოდ მძიმე ბრძოლებს ააქვს ადგილი და მე ვიცი რომ არაერთმა ბულგარულმა ოჯახმა გაიღო მსხვერპლი ამ ბრძოოლაში. ამერიკელთა სახელით ვუსამძიმრებ ბულგარელთა იმ ოჯახებს რომელთა წევრები ექსტრემისტებთან და მკვლელებთან ბრძოლაში დაიცნენ.ცდ

ბულგარეთის პრეზიდენტი მის სიტყვაში მიესალმა დიალოგს რუსეთისა და ამერიკის ლიდრებეს შორის რათა მოგვარდეს არსებული კონფლიქტი რაკეტსაწინაღო სისტემის საკითხის ირგვლივ.

ბულგარეთი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული რუსეთის ენერგო მატარებლებზე და აქედან გამომდინარე ცდილობს გაანელოს კონფლიქტი რუსეთსა და დასავლეთს შორის. შეგახსენებთ რომ ბულგარეთი იანვარში გახდა ევროკავშირის წვერი.

XS
SM
MD
LG