ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბუში აცხადებს რომ კოსოვოსთვის დამოუკიდებლობის მინიჭების დრო დადგა


პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ კოსოვოსათვის დამოუკიდებლობის მინიჭების დრო დადგა. მისი სიტყვებით: “პროვინციის სტატუსის შესახებ ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკებები, უეჭველი თავისუფლების მოპოვებას უნდა ემსახურებოდეს”. დღეს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გამოსვლისას ბატონმა ბუშმა აღნიშნა, რომ კოსოვოში მიმდინარე პროცესი მის მოლოდინს არ ამართლებს. პრეზიდენტმა სქთავა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მიერ, დამოუკიდებლობის საკითხის განხილვის კიდევ ექვსი კვირით გადავადება მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიზანშეწონილი თუ საბოლოო მიზანს კოსოვოს დამოუკიდებლობა წარმოადგენს. პრეზიდენტ ბუშის ალბანეთში ვიზიტი, მისი რვადღიანი ევროპული ტურის ნაწილს წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG