ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გრძელდება ლიბანის არმიისა და პალესტინელი მეომრების დაპირისპირება


უკვე მეოთხე კვირაა რაც ლიბანის არმიასა და პალესტინელ მეომრებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს ნაჰრ ელ-ბარედის ლტოლვილთა ბანაკში, სადაც ფათაჰ ალ-ისლამის მებრძოლები არიან გამაგრებულნი. ლიბანელი სამხედროების მტკიცებით მათ მოწინააღმდეგის პოზიციების ნაწილზე კონტროლის დამყარება შესძლეს. პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკში დღესაც ისმოდა სროლის ხმა. გუშინდელი ბრძოლების შედეგად კიდევ სამი ლიბანელი ჯარისკაცი დაიღუპა. სულ ამ შეიარაღებულმა კონფლიქტმა 115 ადამიანის მათ შორის 50 ლიბანელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. ბანაკში არც სასმელი წყალია და არც ელექტროენერგია მიუხედავად ამისა იქ ჯერ კიდევ ათასობით ადამიანი რჩება.
XS
SM
MD
LG