ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ძუძუს კიბომ ასაკი არ იცის


უკანასკნელი მონაცემების თანახმად ძუძუს ავთვისებიანი სიმსივნის ფაქტები ახალგაზრდა ქალებში საგრძნობლად გაიზარდა.

ჯენიფერ ჯონსონი ყოველთვიურად სარძევე ჯირკვლების თვითგასინჯვას იტარებდა. 5 თვის ფეხმძიმე ჯენიფერი 27 წლის იყო როდესაც ძუძუში სიმსივნე იგრძნო.

როდესაც ფეხმძიმე ხარ მაქსიმალურად ცდილობ ყველაფერი ისე გააკეთო რომ საფრთხე არ შეუქმნა ბავშვს და თავადაც ჯანსაღ ცხოვრებას მიჰყო ხელი. ოჯახში ძუძუს კიბო არავის ჰქონია და არც კი ვიცოდი რომ ახალგაზრდა ქალებს ასეთი საფრთხე ემუქრებოდათ. შოკში ჩავარდი.

ფეხმძიმე ჯენიფერის მდგომარეობა იმდენად სავალალო აღმოჩნდა რომ ექიმები იძულებულები შეიქნენ ქიმიოთერაპია და მასტექტომია ჩაეტარებინათ.

რა თქმა უნდა წინააღმდეგი ვიყავი. ვევედრებოდი ექიმებს პროცედურები ბავშვის გაჩენის შემდეგ ჩაეტარებინათ. მაგრამ სიმსივნე აგრესიული ფორმის იყო და რაც შეიძლება მალე უნდა დაწყებულიყო მკურნალობა. სწორედ მკურნალობის ბოლო დღეს ვიმშობიარე და მეყოლა ჯანმრთელი ბიჭი.,ცდ

საბედნოეროდ ჯენიფერმა დაამარცხა დაავადება. სწორედ ამ ბრძოლის დროს შეხვდა კიმ კარლოსს. 30 წლის კიმს 2 წლის ბიჭი ჰყვადა.

როდესაც დიაგნოზი დამისვეს , ჩემი ორი წლის შვილი გამახსენდა. როგორც ყველა დედას მეც მინდა მისი ცხოვრების ნაწილი ვიყო და მისი დავაჟკაცების მომსწრე ვიყო.

კარლოსი და ჯონსონი ერთად გადიოდნენ მკურნალობას. ამ რთული ეტაპის გასაადვილებლად მათ ჩამოაყალიბეს ჯგუფი რომელიც ქალებს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლას გაუიოლებდა. ჯგუფის წევრები ყოველთვიურად მაღაზია ნორდსტრომის კაფეში ხვდებოდნენ და ერთმანეთს თანადგომას ჰპირდებოდნენ, გამოცდილებას უზიარებდნენ, აიმედებდნენ,

საუბრობდნენ იმ თემებზე რომლის გამჟღავნებასც მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ვერ ბედავნდენ.

ეს იყო ადგილი სადაც ყველანი თავს მშვიდად ვგრძნობდით. ვიცინოდით ვტიროდით, ვერთობოდით. ვსაბრობდით ნებისმიერ თემაზე. ხშირად მეუღლესთან საუბარში გიჭირს ხმამაღლა თქვა ის რასაც ფიქრობ, რასაც გრძნობ. უფრთხილდები ადამიანებს შენს ირგვლივ და ცდილობ ყველაფერს დადებითი კუთხით შეხედო.

ერთერთი ასეთი თვიური შეხვედრისას ჯგუფმა გადაწყვიტა მათი გამოცდილება ფურცელზე გადაეტანა და გამოეცა წიგნი სახელწოდებით

ძუძუს კიბოს დაავადებიანი ოთხი ახალგაზრდა ქალის ამბავი.

სამწუხაროდ მხოლოდ ორი დაესწრო წიგნის გამოცემის ცერემონიალს.

ფეტი 2003 წლის მარტში გარდაიცვალა. სულ ეხლახანს სიმსივნესთან 8 წლიანი ბრძოლით გადაღლილმა ჟანამაც დაგვტოვა. ძალიან რთულია დაკარგო მეგობარი რომელთანაც ასეთი მჭიდრო ურთიერთობა, საერთო დაავადება გაკავშირებს. მაგრამ მათი ხსოვნის საპატივცემულოდ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და ვცდილობთ რომ მივაწოდოთ ხმა იმის შესახებ ახალგაზრდა ქალებს თუ რა საფრთხე ელით მათ.

კიმ კარლოსი წიგნში აღნიშნავს რომ მნიშვნელოვანია დადებითი მიდგომა დაავადების მიმართ.

ჩემთვის მთავარია განწყობა. პირველი დღიდანვე ვცდილობ რომ გავავრცელო ინფორმაცია დაავადების საშიშროების შესახებ. ყველას უკვირდა რომ ასე მხნედ ვიბრძოდი. სხვა რა გზა მაქვს. რა ჯობია ვიჯდე სახლში ვიტირო და საკუთარი საცოდაობით დავიტანჯო, თუ შევცვალო რამე.

ქალბატონი კიმი თვლის რომ მიუხედავად სიმსივნისა, მას არასდროს დაუკარგავს კონტროლი ცხოვრებისა. იგი ასევე ქალებს მიმართავს რომ მაქსიმალური ინფორმაცია მოიპივონ თავიანთი დაავადების შესახებ. არ დაკმაყოფილდნენ მხოლოდ ერთი დიაგნოზითა თუ რჩევა-დარიგებით.

არ დაზოგოთ დრო. უნდა დარწმუნდდეთ რომ თქვენი გადაწყვეტილება სწორია. არ მიცეთ საშუალება სიმსივნეს რომ დაიპყროს თქვენი ცხოვრება.

ძუძუს კიბოს ეროვნული ფონდის დამაარსებელი და პრეზიდენტი ჯანელ ჰეილი ქალებს ურჩევს რომ ყოველთვიურად ჩაიტარონ სარძევე ჯირკვლების თვითგასინჯვა.

თუ მკერდის არეში შეამჩნიეთ ცვლილება, იგრძენით სიმსივნე აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ქალბატონი ჰეილი რომელმაც 20 წლის წინ დაამარცხა ძუძუს ავთვისებიანი სიმსივნე, ამბობს რომ სადღეისოდ ქალებს უფრო მეტი შანსი აქვთ კიბოს დამარცხებისა და ნორმლური ცხოვრების.

იმ დროს როდესაც მე სისმივნე აღმომაჩნდა ამის შესახებ არავინ ლაპარაკობდა. ეს იყო დაავადება რომლისაც გრცხვენოდა, გეშინოდა, არავის არ უმხელდი. გეშინოდა რომ სამსახურიდან გაგათავისუფლებდნენ რადგანაც ჯანმრთელობის დაზღვევის გადასახადი მაღლა ავიდოდა. დღეს კი ყველაფერი შეიცვალა და ქალებმა ხმა აიმაღლეს ამ საშინელი სენის წინააღმდეგ.

სწორედ დროულმა აღმოჩენამ გადაარჩინა ჩვენი გადაცემის სტუმრები, ჯენიფერ ჯონსონი და კიმ კარლოსი. ისინი იმედოვნებენ რომ მათი გამოცდილება ახალგაზრდა ქალებში უგზო-უკვლოდ არ ჩაივლის და ყველა ასაკის ქალი მიხვდება რომ ძუძუს კიბომ ასაკი არ იცის.

XS
SM
MD
LG