ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბებმა ჯანდაცვის სამსახურის ოთხი მუშაკი გაათავისუფლეს


თალიბთა პრესმდივანი აცხადებს, რომ თალიბებმა ჯანდაცვის სამსახურის ოთხი მუშაკი გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც ავღანეთის ხელისუფლებამ გასულ თვეს მოკლული თალიბთა ლიდერის დადულას გვამი ოჯახს გადასცა. ამ ინფორმაციით, მულა დადულას გვამის გადაცემა დღეს დილით მოხდა. თალიბებმა კი საპასუხოდ, ადრე გატაცებული ოთხი მედიკოსი გაათავისუფლეს. გათავისუფლებულებს მეხუთე მოკლული მედიკოსის გვამიც გაატანეს.

თალიბებმა სამი ექთანი, ექიმი და მათი მძღოლი ყანდაარის პროვინციაში, გასულ მარტს გაიტაცეს. თალიბებმა ერთ-ერთ გატაცებულს თავი მოჰკვეთეს იმის გამო, რომ ავღანეთის ხელისუფლებამ მათ დადულას გვამი დროზე არ გადასცა. პარალელურად ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ავღანეთისა და კოალიციის ძალებმა მრავალი თალიბი გაანადგურეს, ბევრი კი მწყობრიდან გამოიყვანეს.

XS
SM
MD
LG