ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გრძელდება შეტაკება ლიბანში


ლიბანის ჩრდილოეთით, პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკების მახლობლად გრძელდება ბრძოლები ლიბანის შეიარაღებულ ძალებსა და დაჯგუფება ფატა ალ ისლამის მეამბოხეთა შორის.

მეამბოხეებმა, რომლებმაც პალესტინელ ლტოლვილთა ნარ ალ ბარედის ბანაკს შეაფარეს თავი, უარი განაცხადეს იარაღის დაყრაზე და აცხადებენ რომ სიცოცხლის ბოლომდე იბრძოლებენ.

ქალაქ ტრიპოლიში ორი კვირის წინ დაწყებულ შეტაკებებს 100 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის არიან ჯარისკაცები, მეამბოხეები და მშვიდობანი მოსახლეობა. ასევე ადგილი ჰქონდა აფეთქებებს ქალაქ ბეირუთში, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი ხოლო დაიჭრა რამდენიმე ადამიანი.

ლიბანის ოფიციალურმა პირებმა კონფლიქტის დაწყებიდან შეიარაღებული დაჯგუფების 30 წევრი ტეორიზმის ბრალდებით დააკავეს.

XS
SM
MD
LG