ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრიტიკული ჟურნალისტური კორპუსი გადამწყვეტია დემოკრატიისთვის !


ჟურნალისტები ნატოსთვის ! - ასეთი სახელწოდებით თბილისში დღეს, სასტუმრო შერატონ-მეტეხი პალასში ბულგარეთის საელჩოს და „საქართველო ნატოში“ ხელმძღვანელის, შალვა ფიჩხაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა სემინარი, რომელშიც მონაწილეობდნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, გიორგი ბარამიძის წარმომადგენლები, ექსპერტები ზურაბ აბაშიძე, ირაკლი მენაღარიშვილი. ზ.აბაშიძის მოხსენების თემა იყო „ნატო ცივი ომის შემდეგ“, ი.მენაღარიშვილმა სემინარის მონაწილეებს ნატოს საქართველოსთან ურთიერთობებზე ესაუბარა. გამომსვლელებმა ნატოს შესახებ საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელობა აღნიშნეს, აღნიშნეს ჟურნალისტთა წვლილი საზოგადოებრივი აზრის შექმნაში.

დამოუკიდებელი ექსპერტის, თორნიკე შარაშენიძის მოხსენება ნატოს შექმნის ისტორიას ეხებოდა : - ნატო ჩამოყალიბდა 1949 წლის 4 აპრილს 10 ევროპული და 2 ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ. ეს ქვეყნებია : ბელგია, დანია, ისლანდია, იტალია, კანადა, ნორვეგია, პორტუგალია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ჰოლანდია, გაერთიანებული სამეფო და აშშ. დამფუძნებელი ქვეყნების მთავარი ამოცანა იყო წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. ჩრდილოეთ ამერიკის ჩართვა დასავლეთ ევროპის დაცვის საქმეში ცალსახად მოწმობდა, რომ დასავლეთ ევროპაზე პოლიტიკური ან სამხედრო ზეწოლის ნებისმიერი მცდელობა წარუმატებლობისთვის იქნებოდა განწირული“.

სემინარში მონაწილეობდა ნატოს შეფასების მისიის ხელმძღვანელი ჯეიმს მაკკეი. საქართველო ამჟამად ნატოში გაწევრიანების მეორე ეტაპზე იმყოფება, ინტენსიურ დიალოგს გადის, რომლის დასრულების შემდეგ გამოჩნდება არის თუ არა მზად საქართველო ნატოში გაწევრიანების მესამე , ბოლო ეტაპზე გადავიდეს - მიიღოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. ამიტომ, ჯეიმს მაკკეინის თქმით მა წელიწადში 7-8 -ჯერ უწევს საქართველოში ჩამოსვლა.

- საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ რეფორმებს წარმატებით ასრულებს!

- ნატო-მ უნდა დაინახოს პროგრესი ყველა სფეროში და არა მხოლოდ თავდაცვაში - განაცხადა ჯეიმს მაკკენიმ და ვრცლად ილაპარაკა, თუ სად მიაღწია საქართველომ პროგრესს და სად არის მინუსები. მისივე თქმით, ძლიერი მხარეებია ეკონომიკა და ლიბერალიზაცია, თბილისმა გაუძლო რუსეთის დამსჯელ სანქციებს! შემდეგ წარმატებად ჯ.მაკკეინმ ადგილობრივი არჩევნები დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა ხარვეზებს. მაგრამ ჩანს, საქართველოში დემოკრატია პროგრესირებს. მინუსებზე საუბარი ჯ.მაკკეიმ სასამართლო რეფორმით დაიწყო, აღნიშნა, რომ ქართულ დემოკრატიას გაუმჯობესება სჭირდება.

ნატოს შეფასების მისიის ხელმძღვანელმა ქართველ ჟურნალისტებს რჩევა მისცა, იყვნენ ყოველთვის კრიტიკულები ხელისუფლების მიმართ. - კრიტიკული ჟურნალისტური კორპუსი გადამწყვეტია დემოკრატიისთვის - აღნიშნა ჯ.მაკკეინიმ.

XS
SM
MD
LG