ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ევროპაში ახალ სამიზნე ობიექტებს აირჩევს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი ევროპაში ახალ სამიზნე ობიექტებს აირჩევს თუ აშშ-ი პრაქტიკულად განახორციელებს ევროპაში რაკეტსაწინაღო სისტემის განლაგებას.

რუსეთი პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ აშშ-ის ახალი ინიციატივა გამალებული შეიარაღების დაწყებას მოასწავებს და რომ იგი პასუხისმგებლობას იხსნის აქედან გამომდინარე შესაძლო სერიოზულ შედეგებზე. მოსკოვში გამართულ პრეს კონფერენციაზე პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი საპასუხო ნაბიჯს გადადგამს და ევროპაში ახალ სამიზნე ობიექტებს დაადგენს, რმლებსაც საპასუხო მოქმედების შემთხვევაში ბალისტიკური ან ფრთოსანი რაკეტების სრულიად ახალი სისტემის გამოყენებით გაანადგურებს. გერმანიაში დიდი რვიანის უმაღლესი დონის შეხვედრის წინ თეთრ სახლში გამართულ პრეს კონფერენციაზე პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ რუსეთი არ მიმართავს სარაკეტო დარტყმას ევროპაზე და რომ აშშ-ი არანაირ სამხედრო რეაქციას არ მოახდენს რუსეთის მიერ მისი რაკეტების ახალ ობიექტებზე დამიზნების შემთხვევაში, რადგანაც აშშ-ი არ იმყოფება საომარ მდგომარეობასი რუსეთთან და რომ რუსეთი არ წარმოადგენს საშიშროებას ამერიკისათვის.

გუშინ ჩეხეთის პრეზიდენტთან და პრემიერ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ რუსეთს არანაირი საშიშროება არ ემუქრება რაკეტსაწინაღო სისტემის გაშლის სახით.

-”რუსეთი არ არის ჩვენი მტერი. თავისუფალი საზოგადოებებისათვის დღეს მტრები რადიკალები და ექსტერემისტები არიან, რომლებიც მათი იდეოლოგიური დივიდენდების ამოგების მიზნით ცდილობენ თავისუფალი სამყაროს შანტაჟს. რაკეტსაწინაღო სისტემასათავდაცვო ხასიათის არის და მიმართულუია არა რუსეთიდან არამედ უმართავი რადიკალური რეჟიმებიდან მომდინარე საფრთხის მოსაგერიებლად.”

ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადების თანახმად რაკეტსაწინაღო სისტემამ უნდა მოსპოს ირანიდან გატყორცნილი რაკეტები. ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს შეფმა ალი ლარიჯანიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს პოზიცია სასაცილოა, რადგანაც ირანს დღეს-დღეობით არ გააჩნია იოსეთი რაკეტები, რომლებსაც მოქმედების საკმარისი რადიუსიაქვთ რათა ევროპას მისწვდნენ.

XS
SM
MD
LG