ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანონიმური წერილი ერაყიდან !


ცნობილია, რომ ამა თვის შუა რიცხვებში ერაყში ქართული კონტინგენტის რიცხვი 850-დან - 2000-მდე იზრდება, ცნობილია ისიც, რომ დღემდე ქართველი ჯარისკაცების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობა არავის გაუპროტესტებია. ამ დღეებში კი საქართველოს პარლამენტის წევრებმა, უმცირესობის წარმომადგენლებმა რესპუბლიკელებმა, კონსერვატორებმა ერაყიდან ელექტრონული ფოსტით წერილი მიიღეს. ორგვერდიანი, მაგრამ ხელმოუწერილი. წერილში , კერძოდ, ნათქვამია :

- ჩატარდეს ჯარის გადმოსროლის ოპერაცია შემოდგომაზე, ოქტომბერ-ნოემბერში ; მანამდე სათანადოდ მომზადდეს დისლოკაციის ახალი ადგილი; მოხდეს გამოცდილი სპეციალისტების მინიმუმ 1-თვიანი წინასწარი ადგილზე მივლინება პოლიტიკური და სამხედრო ამოცანების შესწავლის მიზნით; გაეზარდოს ერაყში მივლინების თანხა ქართველ სამხედროებს; ნება დაერთოთ სამხედროებს წელიწადში ერთხელ აიღონ მოკლევადიანი შვებულება, ან მიეცეთ სანაცვლოდ ფულადი კომპენსაცია და სხვა... ბოლოს წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ მოთხოვნების მიუხედავად ისინი ყველა დავალებას უსიტყვოდ შეასრულებენ.

ერაყში ქართველი ჯარისკაცების დისლოკაციის პუნქტები 1 თვის წინ მოინახულა თავდაცვის მინისტრმა. აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით დავით კეზერაშვილმა უნდობლობა გამოთქვა, რაც მათ ხელფასებს ეხება, იგი, მინისტრის თქმით თვეში 1100 ამერიკულ დოლარს შეადგენს, რაც, მისივე თქმით, ცოტა არ არის.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით ერაყში მომსახურე ქართველ მშვიდობისმყოფელებს სამსახურის კარგი პირობები აქვთ და არავითარ საყოფაცხოვრებო პრობლემებს არ განიცდიან.

წერილის ერთ-ერთი ადრესატის, კონსერვატიული პარტიის ლიდერის ზვიად ძიძიგურის აზრით აღნიშნული საკითხი პარლამენტის შესაბამისმა კომისიამ უნდა შეისწავლოს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარისთვის პარლამენტის წევრს, ვანო ხუხუნაიშვილს მივმართე, რომლის მოსაზრება თავდაცვის მინისტრის მოსაზრებას ემთხვევა.

XS
SM
MD
LG