ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია დიდი რვიანის წევრების შეხვედრისათვის ემზადება


ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. თერთმეტი თვის წინ დიდი რვიანის შეხვედრას ვლადიმირ პუტინი მასპინძლობდა სანქტ პეტერბურგში. ეს რუსეთისათვის, რომელიც სამიტის წევრი 1997 წელს გახდა, ისტორიული მოვლენა იყო. ამ ექსკლუზიური კლუბის დანარჩენი წევრები არიან: შეერთებული შტატები, იაპონია, კანადა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და იტალია. ბუნებრივი აირისა და ნავთობის გაყიდვით გამდიდრებული რუსეთი შინ დემოკრატიისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ ილაშქრებს, ხოლო საგარეო პოლიტიკაში კი დასავლეთს უპირისპირდება ირანის, კოსოვოსა და ევროპის რაკეტსაწინარო დაცვის სისტემის საკითხებთან დაკავშირებით. ვაშინგტონში მოღვაწე რუსეთის სპეციალისტი დევიდ სეტერი ამბობს, რომ დასავლეთის ლიდერები ბატონ პუტინს უნდა პირდაპირ და უკმეხად უნდა ესაუბრონ:

“ჩვენ რუსებს უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენთან არსებულ სიტყვის თავისუფლებას მათი გულისთვის არ ვუარყოფთ და მათთან საუბარში გამოვიყენებთ და რომ ჩვენ მათგან კატეგორიულად მოვითხოვთ ორგანიზაციის ყველა პრინციპის დაცვას”. ამბობს ბატონი სეტერი.

“პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთის ამ ორგანიზაციაში მიღება დიდი შეცდომა იყო. რუსეთს არაფერი ესაქმება მსოფლიოს მდიდარ, ინდუსტრიულად განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყანათა შორის. ეკონომიკურად რუსეთი ამ ქვეყნებს ძალზე ჩამორჩება”. აგრძელებს დევიდ სეტერი.

დიდი რვიანის წევრ ორ ქვეყანას ახლი ლიდერები მართავენ. ესენი არიან საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე. გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს სურს, რომ სამიტზე ყურადღება სათბურის ეფექტსა და აფრიკისატვის დახმარების გამოყოფაზე გამახვილდეს. ვაშინგტონის ბრუკინგსის ინსტიტუტის ექსპერტი კოლინ ბრედფორდი ამბობს, რომ კლიმატთან დაკავშირებული საკითხის დადებითად გადაწყვეტა სადღეისოდ უფრო შესაძლებელია, ვინაიდან პრეზიდენტი ბუში ოპოზიციის მოსაზრებას ახლა უფრო აქცევს ყურადრებას:

“ამერიკის პოზიცია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, 2006 წლის არჩევნების შემდეგ საკმაოდ შეიცვალა”. ამბობს ბრედფორდი: “ეს იქნება დიდი რვიანისა და კიდევ ხუთი ქვეყნის, ჩინეთის, ინდოეთის ბრაზილიის, მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კლიმატთან დაკავშირებული დისკუსია. ეს ხუთი ქვეყანა გლობალური კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ დისკუსიაში სრულფასოვან მონაწილეობას პირველად მიიღებს”. ამბობს კოლინ ბრედფორდი.

ბრედფორდი და ბევრი სხვაც ისურვებდა, რომ დიდი რვიანი უფრო წარმომადგენლობითი ორგანიზაცია გამხდარიყო, თუმცა გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ახალ წევრთან, რუსეთთან ურთიერთიერთობა საკმაოდ რთულია, ორგანიზაციის კიდევ უფრო გაფართოება თითქმის გამორიცხულია.

XS
SM
MD
LG