ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს ბოიკოტს უცხადებს


ლიბერიის ყოფილმა პრეზიდენტმა ჩარლზ ტეილორმა განაცხადა, რომ მას არ სჯერა, რომ მისი პროცესი მიუკერძოებელად ჩატარდება და ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს ბოიკოტი გამოუცხადა.

ტეილორის განცხადება მისმა ადვოკატმა კარიმ ხანმა დღეს გამოაქვეყნა. ტეილორი უარყოფს გაეროს მიერ შექმნილ სასამართლოს და მიუკერძოებელი აზრის არქონასი სდებს ბრალს.

ყოფილი პრეზიდენტი აგრეთვე აცხადებს, რომ თავად არც-ერთ სხდომას არ დაესწრება. იგი ამტკიცებს, რომ სასამართლომ იგი შესაფერისი დაცვით ვერ უზრუნველყო. ტეილორი ცხრა მბრალდებლის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი დაცვის ადვოკატითაა წარმოდგენილი. ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა აღნიშნა, რომ ტეილორს თავად სურდა საკუთარი თავის დაცვა, მაგრამ პროცესის მთავარმა მოსამართლემ ამის ნება არ მისცა.

ლიბერიის ყოფილ პრეზიდენტს მეზობელ სიერა ლეონეში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ მრავალ დანაშაულში ედება ბრალი.

XS
SM
MD
LG