ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი შეშფოთებულია ავღანეთში ირანული იარაღის აღმოჩენის გამო


შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა შეშფოთება გამოხატა ავღანეთში ირანული იარაღის გამოჩენის გამო.

ბატონი გეითსის თქმით ირანიდან შემოსული იარაღი თალიბების ხელში ხვდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ამ საქმეში ირანის მთავრობის ხელი ურევია.

თავის მხრივ ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ აღნიშნა, რომ თეირანსა და ქაბულს შორის ამჟამად ძალზე მეგობრული ურთიერთობა არსებობს. რობერტ გეითსის თქმით ირანული იარაღით თალიბების გარდა ნარკოტიკებით მოვაჭრე კრიმინალებიც სარგებლობენ. როგორც ცნობილია ავღანეთი მსოფლიოში ოპიუმის ყველაზე უფრო დიდი მწარმოებელია და მთელი მსოფლიოს ჰეროინის 90% სწორედ ავღანეთიდან მოდის.

XS
SM
MD
LG