ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანში გრძელდება შეტაკებები


ლიბანში გრძელდება ბრძოლები პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკების მახლობლად. დღევანდელი შეტეკების შედეგად კიდევ ორი ლიბანელი ჯარისკაცი და ორი პალესტინელი მეომარი დაიღუპა. ამჟამად ბრძოლები სამხრეთ ლიბანში ქალაქ სიდონთან მდებარე ეინ ალ-ჰილვეს ბანაკის მახლობლად მიმდინარეობს. დაჭრილია ლიბანის არმიის სამი ჯარისკაცი და ორი სამოქალაქო პირი. შეშინებული მოსახლეობა ტოვებს ბანაკის ტერიტორიას.

ლიბანის ჩრდილოეთში ტრიპოლის მახლობლად მდებარე პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკის გარშემო უკვე ორი კვირაა გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს. აქ ასზე მეტი ადამიანია დაღუპული და ლიბანის მთავრობი ულტიმატუმის მიუხედავად პალესტინელი მეომრები არ აპირებენ იარაღის დაყრას და დანებებას.

XS
SM
MD
LG