ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბები მასობრივ თავდასხმებს გეგმავენ


თალიბი მეამბოხეები აცხადებენ, რომ უცხოური ძალების წინააღმდეგ მასობრივი შეტევების დაწყებას გეგმავენ. თალიბების წარმომადგენელმა ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა დღეს ავღანელ მშვიდობიან მოსახლეობას მოუწოდა უსაფრთხოების დასაცავად სამხედრო ავტოკოლონებსა და ბაზებს მოერიდონ, რამეთუ მეამბოხეები უცხოურ ძალებზე თავდასხმებს გეგმავდნენ. ქვეყანაში დისლოცირებული ნატოს ჯარების წარმომადგენლები კი იტყობინებიან რომ კოალიციის ჯარისკაცი, მის თარჯიმანთან ერტად, ავღანეთIს აღმოსავლეთ ნაწილში დაიღუპნენ. ნატოს განცხადებით, მოთარეშეები ნატოს ავტოკოლონას ჩაუსაფრდნენ და თავდასხმა განახორციელეს მასზე. დაშავდა ნატოს 7 ჯარისკაცი.
XS
SM
MD
LG