ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიტვინენკოს მკვლელობა სერიოზული დანაშაულია


ბრიტანეთი უარყოფს კრემლის ბრალდებას ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობის საქმის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების შესახებ.

ბრიტანეთის საგარეო უწყების წარმომადგენელის განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიტვინენკოს მკვლელობა სერიოზული დანაშაულია, რომლის დროსაც სასიკვდილო საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ასობით ბრიტანეთის მოქალაქე.

ლონდონი რუსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი აგენტის ანდრეი ლუგავოის გადაცემას მოითხოვს რადიაქტიული ნივთიერებით ლიტვინენკოს მოწამვლის გამო. სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვულმა ალექსანდრე ლიტვინენკომ როგორც ცნობილია პირდაპირ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაადანაშაულა ამ საქმის ორგანიზებაში.

XS
SM
MD
LG