ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეტაკება ლიბანში


განახლდა გააფთრებული შეტაკებები ლიბანის არმიასა და პალესტინელ მუჯახედებს შორის ტრიპოლის ლტოლვილთა ბანაკის მახლობლად.

ლიბანის არმია ნარ ელ-ბარედის ბანაკთან მდებარე ფათაჰ ალ-ისლამის პოზიციებს მთელი დღის განმავლობაში ბომბავდა ტანკების და არტილერიის გამოყენებით.

ამერიკის ხმის კორესპონდენტის მარგარეტ ბეშერის ინფორმაციით საარტილერიო დაბომბვას ლტოლვილთა ბანაკის მხრიდან ძლირი ცეცხლით პასუხობდნენ. დაჭრილია ლიბანის არმიის 4 ჯარისკაცი.

თითქმის ორი კვირის განმავლობაში ლტოლვილთა ბანაკში ალყაშემორტყმული ფათაჰ ალ-ისლამის მეომრები უარს აცხადებენ დანებებაზე.

პალესტინელ ლტოლვილთა ნაწილმა მოახერხა ბანაკის დატოვება, თუმცა იქ კიდევ მრავალი ათასი ადამიანია ხაფანგში მოქცეული.

XS
SM
MD
LG