ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანი მაინც აგრძელებს ურანის გამდიდრების პროცესს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ ახლა დადგა იმის დრო, რომ ირანმა ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით აწმყო კურსი შეცვალოს და ურანის გამდიდრების პროცესი შეწყვიტოს.

ქალბატონმა რაისმა დღეს ვენაში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა ირანისაგან იმის დემონსტრირებას მოელის, რომ ქვეყანა ბირთვული იარაღის შექმნას არ ლამობს.

გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ირანის წინააღმდეგ უკვე შემოღებული შეზღუდული სანქციებისა და უფრო მკაცრი სანქციების შემოღების შიშის მიუხედავად, თეირანი მაინც აგრძელებს ურანის გამდიდრების პროცესს. ეს პროცესი კი საბოლოოდ ბირთვული იარაღის სექმნას შეიძლება წაადგეს.

ირანის მთავარი მოთათბირე ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებით ალი ლარიჯანი დღეს მადრიდში ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა უწყების თავკაცს ხავიერ სოლანას ბირთვულ საკითხთან დაკავშირებული მოლაპარაკების ახალი რაუნდის გასამართად ხვდება. ალი ლარიჯანი აცხადებს, რომ დასავლეთსა და ირანს შორის არსებული დაპირისპირების განსამუხტავად ურანის გამდიდრების პროცესის შეწყვეტა ქვეყნისთვის მიუღებელია.

XS
SM
MD
LG