ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლუგოვოი აცხადებს ლიტვინენკოს საქმეში დანაშაული არ ააქვს ჩადენილი


რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის ლიტვინენკოს მკვლელობის საქმეში ეჭვმიტანილი აცხადებს რომ ლიტვინენკო ბრიტანეთის დაზვერვაზე მუშაობდა.

როგორც რუსი ბიზნესმენი და რუსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ყოფილი თანამშრომელი ანდრეი ლუგოვოი აცხადებს ლიტვინენკოს საქმეში დანაშაული არ ააქვს ჩადენილი და რომ ბრიტანეთი სადაზვერვო სამსახურში მის გადაბირებას ცდილობდა.

ამის თაობაზე მან განცხადება გააკეთა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე. ლუგოვოის თქმით ბრიტანეთის დაზვერვა ცდილობდა მისგან მიეღო კომპრომატები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე.

როგორც ლუგოვოი ამტკიცებს ალექსანდრ ლიტვინენკო ბრიტანეთის დაზვერვისთვის მუშაობდა პრესკონფერენციამ ერთ საათს გასტანა.

ლუგოვოიმ განაცხადა რომ მისი აზრით არ არის გამორიცხული რომ ლიტვინენკოს საქმეში თვით ბრიტანეთის დაზვერვის ხელი ერიოს. ბრიტანელი პროკურორები აცხადებენ რომ მათ საკმარისი სამხილები აქვთ რათა ლუგოვოის ლიტვინენკოს მკვლელობის ბრალდება წაუყენონ. შეგახსენებთ რომ ლიტვინენკო რადიაქტიური ნივთიერება პოლონიუმ 210-ით მოწამლეს. ლიტვინენკო ბოლო დროს ლონდონში ცხოვრობდა და მწვავედ აკრიტიკებდა პრეზიდენტ პუტინის პოლიტიკას.

ყველაფერთან ერთად ლუგოვოი იმის დამტკიცებასაც ცდილობს რომ ამჟამად განძევებაში მყოფი რუსი ოლიგარხი ბორის ბერეზოვსკიც კი შეიძლება იყოს გარეული ამ მკვლელობაში.

ზოგ რუს ოფიციალურ პირს მიაჩნია რომ ბერეზოვსკის შეეძლო ამ მკვლელობის დაგეგმვა რათა კრემლის რეპუტაცია შეელახა.

კრემლი ურაყოფს ამ მკვლელობასთან რაიმე კავშირს. ოფიციალური ლონდონი ლუგოვოის რუსეთიდან ექსტრადიციას ითხოვს რათა იგი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს. მოსკოვი უარს აცხადებს იმ საფუძველზე რომ ლუგოვოის ექსტრადიცია რუსეთის კონსტიტუციის დარღვევა იქნებოდა.

XS
SM
MD
LG