ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2000 ქართველი ჯარისკაცი ივნისში ერაყში გაემგზავრება !


საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქართული სამხედრო კონტინგენტი ერაყში 850-დან 2000-მდე იზრდება. ივნისის შუა რიცხვებში ერაყში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად უკვე 2000 ქართველი სამხედრო პირი გაემგზავრება. ამ გადაწყვეტილებისთვის თბილისმა აშშ პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მადლობა დაიმსახურა.

ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს პარლამენტის სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ, პოლიტიკურმა პარტიებმა, დეპუტატებმა ერაყიდან მუქარის წერილი მიიღეს ერაყის ისლამური არმიიდან, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას თითქოს აფრთხილებენ, ერაყში სამხედრო კონტინგენტი არ გაზარდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ტერორისტული აქტებით იმუქრებიან.

აღნიშნულ საკითხებზე პოლიტოლოგი, თავდაცვისა და უშიშროების სამოქალაქო საბჭოს ხელმძღვანელი, ირაკლი მჭედლიშვილი გვესაუბრება, რომელიც ამბობს, რომ ქართული კონტინგენტი ძირითადად ერაყში ვასიტას სექტორს გააკონტროლებს, საიდანაც ქვეყანაში ირანიდან იარაღი შემოდის.

XS
SM
MD
LG