ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი ურანის გამდიდრების პროცესის შეწყვეტას არ აპირებს


ირანის მთავარი მოთათბირე ბირთვულ საკითხებში ალი ლარიჯანი აცხადებს, რომ დასავლეთსა ირანს შორის არსებული დაპირისპირების განსამუხტავად ურანის გამდიდრების პროცესის შეწყვეტა ქვეყნისთვის მიუღებელია.

ეს განცხადება ბატონმა ლარიჯანიმ დღეს, თეირანის აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. შემდეგ იგი ესპანეთში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა უწყების თავკაცთან ხავიერ სოლანასთან ბირთვულ საკითხთან დაკავსირებული მოლაპარაკების ახალი რაუნდის გასამართად გაემგზავრა. საუბრების წინა რამდენიმე რაუნდმა სასურველი სედეგი ვერ გამოიღო. იტანი აგრზელებს საერთაშორისო მოთხოვნის უგულვებელყოფას და ურანის გამდიდრების პროცესს არ წყვეტს.

შეერთებული შტატები ცდილობს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ირანის წინაარმდეგ ახალი გაძლიერებული სანქციები შემოაღებინოს.

XS
SM
MD
LG