ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქრისტოფერ ჰილი დღეს პეკინში იმყოფება


ამერიკელი დელეგატი ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ მოლაპარაკებებში ქრისტოფერ ჰილი დღეს პეკინში იმყოფება, რათა განიხილოს ის ფინანსური გაუგებრობა, რომელიც ბირთვულ განიარაღებას აფერხებს.

წლის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეამ პირობა დასდო, რომ აპრილში ერთერთ მთავარ ბირთვულ რეაქტორს შეაჩერებდა. თუმცა ცოტა ხნის წინ ფხენიანმა უარი განაცხადა ამ პროცესზე მანამ სანამ ჩრდილოეთ კორეის კუთვნილ 25თი მილიონი დოლარს არ გაანთავისუფლებდნენ მაკაუს ბანკიდან.

შეგახსენებთ, რომ ეს ფული 2005 წელს ვაშინგტონმა გაყინა , ცოტა ხნის შემდეგ, რაც აშშ-მ მაკაუს ბანკი ჩრდილოეთ კორეისადმი დახმარებაში დაადანაშაულა. ამის შემდეგ, სანქციები მოიხსნა თუმცა ტექნიკური საკითხები როგორც სჩანს დღემდე აყოვნებს ფულის გამოხსნას.

თავის ჩინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, აშშ სახელმწიფო მდივნის ასისტენტმა ქრისტოფერ ჰილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სხვადასხვა ბანკებს, იურიდიული თუ მარეგულირებელი პრობლემების გამო არ მიეცათ ფულის გადარიცხვის საშუალება ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

XS
SM
MD
LG