ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამი ირანელი ამერიკელი ირანში ჰყავთ დაკავებული


აშშ უარყო ირანის მხრიდან “აბსურდული” ბრალდება იმასთან დაკავშირებით რომ ამერიკული უწყებები სამ ირანელ ამერიკელს უთვალთვალებდნენ. ისინი ამჯერად ირანში ყჰავთ დაკავებული.

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტომ ქეისიმ განაცხადა, რომ არცერთს ამ სამიდან არანაირი კავშირი არ აქვს ამერიკის მთავრობასთან და შესაბამისად ისინი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ ირანის მთავრობისთვის.

ქეისის განცხადებით, ირანს პასუხი არ გაუცია შვეიცარიის თხოვნისთვის სამი დაკავებულის მონახულებაზე ნებართვის შესახებ.

გუშინ, ირანის სასამართლო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ირანელ-ამერიკელებს ოფიციალურად დასდეს ბრალი ჯაშუშობასა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხების საფრთხეში ჩაგდებისთვის.

XS
SM
MD
LG