ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის გვანგშის პროვინციაში მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს ჰქონდა ადგილი


მანიფესტაციაში მონაწილეები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ჩინეთში ამჟამად მოქმედი ე.წ ერთ ოჯახზე ერთი ბავშვის კანონის უხეში მეთოდებით გატარებას აპროტესტებდნენ.

ამ გამოსვლის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ადგილი ჰქონდა მოპროტესტეებისა და პოლიციის შეტაკებას , მიყენებულია მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი , არიან დაღუპულები და დაშავებულები.

28 პირს ძალმომრეობის წაქეზების ბრალდება წაუყენეს.

როგორც ჩანს საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა გავრცელებულ ხმებს იმის თაობაზე რომ ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა რომელთაც ზემოთხსენებული კანონის გატარება ევალებათ, დიდი ჯარიმები დააწესეს იმ ოჯახებისთვის რომლებსაც ბრალად ედებათ ერთ ბავშვზე მეტი ბავშვის ყოლა. კონფისკებულია ამ ოჯახების პირადი საკუთრება და მკაცრი ზომების გატარებით ემუქრებიან მათ ვინც უარს აცხადებს ჯარიმის გადახდაზე.

ამას წინ უძღოდა ინფორმაცია რომლის თანახმად განსაზღვრული ჩინოვნიკები მონაწილეობდნენ იძულებითი აბორტების გაკეთებაში. აშშ სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს იმით თუ რაც ხდება გვანგშის პროვინციაში. ამას გარდა ვაშინგტონი შეშფოთებულია ჩინეთში მოქმედი იმ კანონებით რომელიც ზღუდავს იმ ოჯახების უფლებებს რომელთაც თავისი ნებით სურთ მათი ოჯახური ცხოვრების დაგეგმვა.

სწორედ ამ კანონების შედეგია ის რომ ფიქსირდება იძულებითი აბორტებისა და სტერილიზაციის შემთხვევები.

აშშ მხარს უჭერს ადამიანის ელემენატრული უფლებების დაცვას რომელშიც მოიაზრება მშობლების უფლება ჰყავდეთ იმდენი შვილი რამდენიც მათ სურთ.

აშშ ამას გარდა ანგარიშს მოთხოვს ყველა მთავრობას რომელიც მოქალაქის ელემენტარულ უფლებას როგორც მეორეხარისხოვანს და არა როგორც ადამიანის ღირსების დაცვის უმთავრეს შემადგენელ ელემენტად აღიქვამს.

XS
SM
MD
LG