ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადის ცენტრში ავტომობილში დამონტაჟებული  ნაღმის აფეთქების შედეგად 23 კაცი დაიღუპა


არიან დაჭრილები. პოლიციის განცხადების თანახმად ტერაქტს ადგილი ჰქონდა ტაიარანის მოედანზე, რომელიც მთავარ სავაჭრო ცენტრშია განლაგებული.

ამ აფეთქებიდან მოკლე ხანში ბაღდადის ამილის უბანში კიდევ ერთ აფეთქებას ჰქონდა ადგილი, რომელმაც 15 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამის პარალელურად ბაღდადში ფინანსთა სამინისტროს შენობაში ერაყის პოლიციის ფორმებში გადაცმული 40 შეიარაღებული პირი შეიჭრა და სამი დასავლელი გაიტაცა. დაუზუსტებელი მონაცემებით გატაცებულთა შორის არიან ბრიტანეთის და გერმანიის მოქლაქეები. როგორც ერაყში განლაგებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის პრეს-ცენტრი აცხადებს დიალას პროვინციაში მომხდარი ორი ინციდენტის დროს 8 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. 6 ჯარისკაცი დაიღუპა როდესაც მათი ავტომობილი ნაღმზე აფეთქდა, დანარჩენი ორი ამერიკული სამხედრო შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.

XS
SM
MD
LG