ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ახალი ეკონომიური სანქციები შემოიღო სუდანის მიმართ


სანქციების მიზანია აიძულონ ოფიციალური ხართუმი შესწყვიტოს ძალმომრეობა დარფურის რეგიონში. დღეს თეთრ სახლში გაკეთებულ განცხადებაში პრეზიდენტმა გამოაცხადა აკრძლავა სუდანის 31 კომპანიაზე. მათ აღარ ექნებათ აშშ-ში საქმიანი მოღვაწობისა ან ამერიკული ფინანსური სისტემის გამოყენების უფლება. პრეზიდენმტა ბუშმა გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა ახალი რეზოლუცია მიიღოს სუდანში შეიარაღების შეტანაზე ემბარგოს შესახებ.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა რომ დარფურში შექმნილი მდგომარეობა გენოციდს უდრის და რომ მსოფლიომ ამას წერტილი უნდა დაუსვას. პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა რომ სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ ბაშირი ხელს უშლის ძალისხმევას დარფურში მშვიდობა დამყარდეს და არ ასრულებს დაპირებას რომლის თანახმად მას დარფურში უნდა დაეშვა გაეროს მშვიდობისმყოფელთა კონტინგენტი.

XS
SM
MD
LG