ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი ისრაელის პრემიერ მინსტრთან შეხვედრას აპირებს


ამის თაობაზე განცხადება გააკეთა პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა. განცხადებაში არაფერი იყო ნათქვამი იმის თაობაზე თუ სად შეხვდებიან ერთმანეთს მაჰმუდ აბასი და ისრაელის პრემიერ მინისტრი ეჰუდ ოლმერტი. შეხვედრა ხუთშაბათისთვის არის დანიშნული. ისარელის და პალესტინის ლიდერები მარტის თვეში შეთანხმდენენ რომ ყოველ ორ კვირაში ერთხელ იქონიებენ შეხვედრებს. ამ ფონზე დღეს გამთენიისას შეიარაღებულ შეტაკებას ჰქონდა ადგილი ღაზის სექტორის რაიონში ისრაელის სამხედრო მოსამსახურეებსა და პალესტინელ მოთარეშეებს შორის. სროლის დროს ორი პალესტინელი მოთარეშე დაიღუპა. პალესტინელი ექიმების განცხადების თანახმად ორივე მოკლული ჰამასის წევრი იყო.

მათივე თქმით ისრაელის ჯარიკაცებმა კიდევ ორი პალესტინელი დააპატიმრეს.

ისრაელის შეიარაღებული ძალების პრეს-ცენტრის განცხადების თანახმად მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე წუხელ განხორციელებული რეიდის დროს დაპატიმრებულია ტერორიზმში ეჭვმიტანილი 4 ძებნილი. პალესტინელები ამტკიცებენ რომ დაპატიმრებულთა შორის არის პალესტინის პარლამენტის ერთერთი წევრი და რომ სუყველა ეკუთვნის ფატას ფრაქციას რომელსაც სათავეში მაჰმუდ აბასი უდგას.

XS
SM
MD
LG