ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის პოლიციამ ჰომოსექსუალისტი აქტივისტები დააკავა


ჰომოსექსუალისტები მოსკოვის მერიის წინ არა სანქცირებული მიტინგის ჩატარებას ცდილობდნენ.

აქტივისტებს საერთაშორისო პოლიტიკური მოღვაწეების წერილი უნდა გადაეცათ იური ლუჟკოვისთვის, რომელიც ჰომოსექსუალისტებისათვის ე.წ. ღირსების აღლუმის ჩატარების ნებართვაზე შუამდგომლობას შეიცავდა.

გალაღებულ ჰომოსექსულაისტებს პოლიციის მოსვლამდე ხალხმა ლაყე კვერცხები დაუშინა, რომლის დროსაც პატარა ზედახორა წარმოიშვა. ამის შემდეგ პოლიცია იძულებული გახდა სხვებთან ერთად აქტივისტების ლიდერი ნიკოლაი ალექსეევიც დაეპატიმრებინა.

მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი რუსეთის დედაქალაქში ჰომოსექსუალისტების გააქტიურებას სატანისტების ხრიკებს აბრალებს.

XS
SM
MD
LG