ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში აშშ-ს ელჩი თავის ირანელ კოლეგას შეხვდა


ბაღდადში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი თავის ირანელ კოლეგას შეხვდა, რომლის დროსაც ერაყში სტაბილობის დამყარების გზებზე იმსჯელეს. რაიან კროკერის განცხადებით უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ირანსა და ამერიკას შორის გამართულმა პირველმა პირდაპირმა მოლაპარაკებამ ნაყოფიერად ჩაიარა.

ირანელი და ამერიკელი დიპლომატის შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. რომლის დროსაც რაიან კროკერმა ირანის ელჩს ჰასან კაზემის ერაყელი პარტიზანების მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ამის ფონზე დღეს ბაღდადის ცენტრში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად სულ ცოტა 21 ადამიანი დაიღუპა და 66 დაიჭრა.

XS
SM
MD
LG