ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში 6 ადამიანი დაიღუპა


ერაყის ხელისუფლების განცხადებით, შეიარაღებული პირების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად დღეს ქვეყნის ტერიტორიაზე 6 ადამიანი დაიღუპა. ბაღდადთან ახლოს ორი პოლიციელი მოჰკლეს. დედაქალაქში კი თავდამსხმელებმა ბაზრის ტერიტორიაზე ორი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. დაშავდა 8. ქალაქ ნაჰრავანთან ორი გლეხის სიცოცხლე იმსხვერპლა მოთარეშეების ტყვიამ, იქვე დაიჭრა 8 ადამიანი. ერაყის პოლიციის ინფორმაციით, ბაღდადის დურას რაიონში აღმოჩენილია 12 ადამიანის გვამი. ძალოვანი უწყებების ინფორმაციით, ისინი წამების შედეგად დაიღუპნენ.
XS
SM
MD
LG